გენპროკურორის მოადგილე გიორგი ბადაშვილმა თანამდებობა დატოვა

გენპროკურორის მოადგილე გიორგი ბადაშვილმა თანამდებობა დატოვა
გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი ბადაშვილმა თანამდებობა დატოვა.

ინფორმაცია მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გუშინ გავრცელდა, თუმცა უწყებას ოფიციალურად არ დაუდასტურებია. დღეს კი, ინფორმაცია ოფიციალურ გვერდზე განაახლეს და ბადაშვილი მოადგილეებს შორის აღარ იძებნება.

გუშინვე გახდა ცნობილი, რომ გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი მთავარ აუდიტორად გადავიდა და გენერალური პროკურორის მოადგილედ გიორგი გვარაკიძე დაინიშნა, რომელიც გენერალური პროკურორის მოვალეობას შეასრულებს. გვარაკიძე ამ დრომდე თბილისის პროკურორი იყო.

შედეგად გენპროკურორს 4 მოადგილე ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ თავად გენერალური პროკურორის პოსტი ვაკანტურია: ახლად დანიშნული გიორგი გვარაკიძე, ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, ამირან გულუაშვილი, ზურაბ ბელთააძე.

რაც შეეხება თავად ბადაშვილს, მისი ბიოგრაფია ასეთია:

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 2003 წელს;

  • 2006-2008წწ. – საგამოძიებო სამსახურის აჭარის სამმართველოში გამომძიებელი;
  • 2008-2011წწ. – საგამოძიებო სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს გამომძიებელი;
  • 2011-2012წწ. – საგამოძიებო სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს უფროსის მოადგილე, ამავე სამმართველოს უფროსი; 2013 წელს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) დირექტორის მოადგილე;
  • 2013 წლის ნოემბრიდან – საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი;
  • 2014-2015წწ. – საქართველოს მთავარი პროკურორი;
  • 2015-2017წწ. – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი;
  • 2017 წლის 7 ივნისიდან – საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *