თაღლითებმა ბრიტანეთის საგადასახადო სამსახურს $64 მილიონი მოჰპარეს

თაღლითებმა ბრიტანეთის საგადასახადო სამსახურს $64 მილიონი მოჰპარეს
გასულ წელს, რამდენიმე ორგანიზებულმა კრიმინალურმა დაჯგუფებებმა გაერთიანებული სამეფოს საგადასახადო სამსახურზე კიბერიერიში მიიტანეს, რომლის ფარგლებში სახელმწიფოს £47 მილიონი, ანუ დაახლოებით $64 მილიონი მოჰპარეს.

გაერთიანებული სამეფოს შემოსავლების და საბაჟო სამსახურის განცხადებით, კიბერშეტევით თაღლითებმა სახელმწიფო სტრუქტურებში სამჯერ შეაღწიეს, რა დროსაც 100,000-ზე მეტი მომხმარებლის ინფორმაცია მიიღეს და მოგვიანებით, ამ ინფორმაციის გამოყენებით, ბრიტანელი გადასახადების გადამხდელების ნაცვლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან £47 მილიონი გადმორიცხეს.

კიბერშეტევები ე.წ. “ფიშინგის” გზით განხორციელდა, რაც, როგორც წესი, ადრესატისათვის ელექტრონული ფოსტით ცნობილი ორგანიზაციის სახელით ცრუ შეტყობინების გაგზავნას და კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებას გულისხმობს, რომლითაც, მოგვიანებით, თაღლითები ფულს აკეთებენ. როგორც შემოსავლების და საბაჟო სამსახურში ამბობენ, შემთხვევა შარშან მოხდა და მას შემდეგ, ბრიტანულმა პოლიციამ რამდენიმე ბრალდებული დააკავა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *