ახლახან დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც გავლენიან კომპანიებთან ერთად დამსაქმებლის მიერ მართული საგანმანათლებლო ინიციატივების ხელშეწყობაზე იმუშავებს.
SkillsUp Network-ის მიზანია განათლების კომერციალიზაციის მხარდაჭერა, მოქნილი, ეფექტური და ტრანსფორმაციული უნარების განვითარების სისტემის შექმნა, რომელიც სწრაფად რეაგირებს შრომის ბაზრის საჭიროებებზე.
ორგანიზაციის თანადამფუძნებელი, ირინა წეროძე გადაცემა რედაქტ2-თან ინტერვიუში განმარტავს, რომ SkillsUp Network წარმოადგენს ბიზნესზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო ქსელს, პლატფორმას, რომელიც შემოიკრებს გარშემო ისეთ ბიზნესებს, რომელსაც უკვე აქვთ ტრენინგ ცენტრები, აკადემიები ან მომავალში მათ სურთ უნარების განვითარების სისტემაში გახსნან ან იპარტნიორონ საგანმანათლებლო ინსტიტუციებთან.
“დამფუძნებლების წინა გამოცდილებიდან გამომდინარე ცხადად გამოიკვეთა სურათი, სადაც ბიზნესის ჩართულობა და მათი მზაობა თანაინვესტირება მოახდინონ უნარების განვითარების პროცესში საქართველოში იყო საკმაოდ მზარდი. გარკვეული მასტიმულირებელი მექანიზმების შექმნის შედეგად, მაგალითად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიზნესი წინა 2 წლის განმავლობაში მზად იყო 100 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განეხორციელებინა უნარების განვითარების ეკოსისტემაში. ეს მზაობა გულისხმობს მაგალითად, მათი შიდა ტრენინგ ცენტრების და აკადემიების გახსნას ან თუნდაც ერთობლივი პროგრამების, ახალი კვალიფიკაციების და ახალი პროფესიების შესახებ პროგრამების შემუშავებას. მაგალითად, მათი ინსტრუქტორების გადამზადებას.
გარკვეული დონორული დაფინანსებით მოხდა არაერთი პროექტის დაფინანსება. მაგალითად ბოლო 4 წლის განმავლობაში არსებულ საგანმანათლებლო ქსელს დაემატა 29 ახალი ლოკაცია, ახალი ინფრასტრუქტურით, რომელიც იყო სწორედ ბიზნესის პატრონაჟის ქვეშ. ძირითადად ბიზნესი იყო დაინტერესებული უფრო მეტად მოკლევადიანი სასერტიფიკატო კურსების განხორციელებით, იმიტომ რომ ცხადია ბიზნესს სწრაფად სჭირდება კვალიფიციური ძალა. შესაბამისად გარკვეული მაგალითები, რომელიც დღეს სახეზე გვაქვს მან მოგვცა ერთგვარი ბიძგი, რომ გვეფიქრა ახალ იდეაზე.
ზოგადად შრომის ბაზრის და სამუშაო ძალის განვითარებას რა თქმა უნდა თან ახლავს არაფორმალური განათლება. არაფორმალური განათლების პროვაიდერებში ძირითადად სწორედ ბიზნესი მოიაზრება. ამ ეკოსისტემის განვითარებას აქამდე არ ჰქონდა ინსტიტუციური მოწყობის სახე. შესაბამისად ახალი ორგანიზაცია, რომელზედაც ვსაუბრობთ ეს არის პლატფორმა, რომელიც არის ბიზნესზე ორიენტირებული საგანმანათლებლო ქსელი, რაც გულისხმობს ბიზნესის გაერთიანებას, რომელიც შემოიკრებს გარშემო ისეთ ბიზნესებს, რომელსაც აქვთ უკვე ტრენინგ ცენტრები, აკადემიები ან მომავალში მათ სურთ უნარების განვითარების სისტემაში გახსნან ან იპარტნიორონ საგანმანათლებლო ინსტიტუციებთან.
საქართველოსთვის ეს არის პრინციპში პირველი მცდელობა ინსტიტუციონალიზაცია მოახდინოს დაინტერესებული ბიზნესების. ასეთი პლატფორმა არსებობდა მაგალითად, USAID-ის პროგრამაში. ეს იყო ბიზნეს ლიდერების საბჭო, სადაც ხდებოდა სტრატეგიული გადაწყვეტილებების, სამუშაო ძალასთან დაკავშირებული პრობლემატიკის შესახებ მსჯელობა და ეს პლატფორმა იყო სასარგებლო და საინტერესო.
ის, რაც განათლების სისტემას აკლია ეს არის სექტორული ცოდნა. ცოდნა, რასაც ფლობს ბიზნესი არის მასტიმულირებელი იმისა, რომ შექმნილი პროგრამები ან საგანმანათლებლო სივრცის მიერ მიწოდებული საგანმანათლებლო სერვისი იყოს მაქსიმალურად ადაპტირებული და მორგებული ბიზნესის საჭიროებებს.
ეს კოლაბორაცია გვინდა ვაქციოთ ერთგვარ ინსტიტუციონალურ მოწყობად, ჩარჩოდ, ვიმუშაოთ ადვოკატირებაზეც, ვიმუშაოთ არაფორმალური განათლების სივრცეში არსებული ბენეფიტების, მონაცემების შეგროვებაზე და მათ ანალიზზე, ვიმუშაოთ ასევე კერძო სექტორთან ერთად პოპულარიზაციაზე და ა.შ
ეს არის სრულად წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, ბიზნეს აქვს მართვის და გადაწყვეტილების პრეროგატივაც, ხოლო საგანმანათლებლო მეთოდოლოგიების, ხარისხის გაუმჯობესების, გლობალური ტრენდების შესახებ ინფორმაციის უზრუნველყოფა მათთვის იქნება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ამოცანა“,-აცხადებს ირინა წეროძე.
პირველ ეტაპზე ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოში შედიან „თეგეტა მოტორსი“ და „კავკასიის აგრარული სკოლა“.