„ახლა საკითხი დგას ასე – ამ ბიზნესს რა და როგორ შეუძლია“ – რა ეტაპზეა „ჭიათურის კრიზისი?“

„ახლა საკითხი დგას ასე – ამ ბიზნესს რა და როგორ შეუძლია“ – რა ეტაპზეა „ჭიათურის კრიზისი?“
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის განცხადებით, კომპანიის მხრიდან ჭიათურაში მიწისქვეშა წარმოების განახლებაზე შეთანხმება მიღწეულია, თუმცა რა პირობებით და რამდენი ადამიანი განაახლებს მუშაობს ამ ეტაპზე ვერ კონკრეტდება.

როგორც ირაკლი პეტრიაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, განსახილველია 11 საკითხი, რომელიც სავარაუდოდ მიმდინარე თვის ბოლომდე უნდა დაზუსტდეს.

„ჭიათურასთან დაკავშირებით, ჩვენ რაც გვიტრიალებდა თვალწინ იყო ტყიბულის თემა – ხალხი ვერ მუშაობდა, ბინები ინგრეოდა და თუ მიწისქვეშა სამუშაოები არ განახლდებოდა, ზუსტად ეს პერსპექტივა ჰქონდა ჭიათურასაც. როცა ორგანიზაცია აცხადებს რომ წავედი, აღარ მინდა აქ მუშაობა და ამას მართლაც აკეთებს, როცა ციფრებით ამყარებს იმას, რომ ბიზნესს მართლა გაუჭირდა, ნომერ პირველი სამუშაო იყო ეს.

ახლა საკითხი დგას, ამ ბიზნესს რა და როგორ შეუძლია? სად ვართ და რა უნდა გაკეთდეს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ იქ სადაც წიაღისეული მილევადია, ალტერნატიული სამუშაოები შეიქმნას. როგორც ამბობენ 7-10 წლის სამუშაოა და მერე რა უნდა გააკეთონ? ამაზე ფიქრის დაწყება საჭიროა ახლავე.

რაც მოხდა სამმხრივი კომისიის ფარგლებში არის სამუშაოები განახლება. ახლა საკითხია რამდენი ადამიანი გათავისუფლდება, რა პირობებით, კომპენსაცია როგორი იქნება, გადამზადება მოხდება თუ არა, რომ შრომით ბაზარზე შევიდნენ ეს ადამიანები, ამ მხრივ ვართ ჩართულები.

პროტესტის მხარეს რასაც საზოგადოება ხედავდა, მაგაზე საუბრის დრო მოვა, როცა წერტილ-მძიმით ითქმება ყველაფერი, ახლა უბრალოდ არ მინდა სუბიექტურად ჩამეთვალოს. ერთი იყო რეალობა, ბუნებრივი პროტესტი რაც ადამიანებს ჰქონდა და ასევე იყო რაღაც სხვადასხვა სპექტაკლები, რომლებიც მერკანტილურ ინტერესებს გულისხმობდა.

ახლა მთავარია რაციონალურად გამოვაყენებინოთ დამსაქმებელს რესურსები რომ მეტი დასაქმდეს და რა ნორმალური პირობებით. 11 საკითხია განსახილველი, ალბათ ეს პროცესი 15-დან 20 რიცხვამდე გადაწყდება და იმედი გვაქვს განახლებული პირობები გვექნება,“ – განაცხადა პეტრიაშვილმა.

ჭიათურაში მოქალაქეები საწარმოების ნაციონალიზაციას და ჭიათურის მოსახლეობისთვის ფონდის შექმნას 28 თებერვლიდან ითხოვენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *