გამოცემის ინფორმაციით, ამერიკულმა კომპანიამ MoonLake-ს შეთავაზება წლის დასაწყისში წარუდგინა. შეთავაზება MoonLake-ს $3 მილიარდად აფასებდა, რაც მის საბაზრო კაპიტალიზაციას – $2.6 მილიარდს – აღემატებოდა. MoonLake-მა ეს შეთავაზება უარყო, თუმცა მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარი არ უთქვამს.
წყარო Financial Times-თან ადასტურებს, რომ Merck-ის მიდგომა აშშ-ში დალისტული კომპანიის მიმართ, MoonLake-ის აკნეს საწინააღმდეგო ფლაგმანური მედიკამენტის კლინიკური ტესიტირების ბოლო ეტაპის დაწყებამდე, შვეიცარიული კომპანიის რეალური გაყიდვისთვის ძლიერ საძირკველს ქმნის. მიუხედავად ამისა, არ არსებობს გარანტია, რომ გარიგება შედგება, ან სხვა მყიდველები არ გამოჩნდებიან.
ორ კომპანიას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები მიანიშნებს, რომ Merck, ერთი წლის წინ EyeBio-ს შესყიდვის შემდეგ, მოლაპარაკებების მაგიდას უბრუნდება. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიის აქციები 39%-ით დაეცა. ამასთან, კომპანიის ზრდა წლების განმავლობაში მის ბესტსელერზე, Keytruda-ზე იყო დამოკიდებული, თუმცა მედიკამენტის პატენტს ვადა 2028 წელს გასდის.