მეტროსადგურ “ღრმაღელეს” მიმდებარედ 3 პირი დაჭრეს, 1 — გარდაიცვალა

მეტროსადგურ “ღრმაღელეს” მიმდებარედ 3 პირი დაჭრეს, 1 — გარდაიცვალა

4 ივნისს, მეტროსადგურ “ღრმაღელეს” მიმდებარედ ცივი იარაღით სამი პირი დაჭრეს, აქედან ერთი გარდაიცვალა. შსს-ს ცნობით, ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1985 წელს დაბადებული ზ.ფ. დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 4 ივნისს, თბილისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სამი ადამიანი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა სამივე დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, რომელთაგანაც ერთ-ერთი – 1983 წელს დაბადებული რ.რ. სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანების შედეგად, კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი — დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის “ლ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, -— ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *