აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ილონ მასკთან საუბარს არ გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.
„ილონზე არც კი ვფიქრობ. მას პრობლემა აქვს. საწყალ ბიჭს პრობლემა აქვს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„ვფიქრობ, ჯერჯერობით არ ვაპირებ მასთან საუბარს, მაგრამ ვუსურვებ ყველაფერს საუკეთესოს“, – დასძინა მან.