გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ, ასევე გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 37 ფაქტი; მათ შორის, 36 ფაქტი გამოვლინდა ბახმაროში, ერთი – თელავში.
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მხოლოდ მიმდინარე წლის მაისში, სამართალდარღვევის 86 ფაქტი გამოავლინეს. აქედან 49 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 209 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 1 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 15 – სამცხე-ჯავახეთის, 9- გურიის, 8 – ქვემო ქართლის, 1-სამეგრელო-ზემო სვანეთის, 2- კახეთის, 1- მცხეთა-მთიანეთის და 12 რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.
“აღსანიშნავია, რომ ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის მთელ პერიმეტრზე განთავსებულია ფოტოხაფანგებიც, რაც, სატყეო სამსახურის თანამშრომლების პატრულირებასთან ერთად, სამართალდარღვევის ფაქტების ოპერატიულად გამოვლენის საშუალებას იძლევა”,- აღნიშნავენ უწყებაში.