ESPN-მა საუკეთესო ვინგერები დაასახელა – კვარაცხელია ათეულშია

2025 წლის ოქროს ბურთის რეიტინგი განახლდა – ხვიჩა კვარაცხელია ტოპ 10-შია

ამერიკულმა გამოცემა ESPN-მა 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ვინგერების ტოპ 10 შეადგინა, რომელშიც მე-7 ადგილს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევი ხვიჩა კვარაცხელია იკავებს.

პირველ ადგილზე „ლივერპულის“ ეგვიპტელი ფორვარდი მოჰამედ სალაჰია, მეორეზე კი ესპანელი ლამინ იამალი.

ხვიჩა კვარაცხელია „პსჟ“-ს იანვარში შეუერთდა და პარიზულ კლუბთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონი, თასის გამარჯვებული და ჩემპიონთა ლიგის მფლობელი გახდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *