კანადამ უკრაინას $25 მილიონიანი სამხედრო დახმარება გამოუყო

კანადამ უკრაინას $25 მილიონიანი სამხედრო დახმარება გამოუყო
კანადამ უკრაინისთვის 35 მილიონი კანადური დოლარის, ანუ დაახლოებით, 25 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოყო – ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა, დეივიდ ჯეი მაკგინტიმ, “რამშტაინის ფორმატის” შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, დაახლოებით 30 მილიონი კანადური დოლარი დაიხარჯება Coyote-სა და Bison-ის ტიპის შეიარაღებულ გადამყვანებზე, კანადური წარმოების ეკიპირებასა და ტყვია-წამალზე. 5 მილიონი კანადური დოლარი კი ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიისგან ელექტრომაგნიტური აღჭურვილობისთვის გამოიყოფა.

ცნობისთვის, 2024 წელს კანადამ უკრაინას Coyote-ით აღჭურვილი 64 სამხედრო ავტომობილი უკვე გადასცა.

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის, იგივე რამშტაინის ტიპის შეხვედრა ნატოს სათავო ოფისში უკვე 28-ედ გაიმართა – ჩანიშნულ შეხვედრას პირველად არ ესწრებოდა აშშ-ის წარმომადგენელი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *