რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთის 70-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა რუსულ მედიასააგენტო TASS-ს განუცხადა. მისი თქმით, “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” აფხაზი მოხალისეები და ჟურნალისტები შეეწირნენ.

“დღეს, როდესაც რუსეთი ეგზისტენციალურ ბრძოლას აწარმოებს გლობალურ ბოროტებასთან, პატარა აფხაზეთიც იქვეა. მაგალითად, მოხალისეები აფხაზეთიდან სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში იბრძვიან. სამწუხაროდ, უკვე დავკარგეთ 70-ზე მეტი ადამიანი”, – განაცხადა ე.წ. მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, მოხალისეები, ჟურნალისტები და სამხედრო პერსონალი სპეციალურ ზონაში მუშაობენ და სამხედროებს დახმარებას უწევენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *