აშშ-ში, კალიფორნიის შტატში ქვეყნის საიმიგრაციო სამსახურის (ICE) რეიდების წინააღმდეგ მასობრივი პროტესტი მეორე დღეა გრძელდება. ამის გამო პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შტატში ეროვნული გვარდიის 2000 ჯარისკაცის გაგზავნის ბრძანება გასცა.

ტრამპმა ასევე სოციალურ ქსელში გააკრიტიკა შტატის გუბერნატორი გევინ ნიუსომი და ლოს-ანჯელესის მერი ანჯელესა კარენ ბასი და აღნიშნა, რომ თუ მათ „არ შეუძლიათ თავიანთი საქმის კეთება“, ფედერალური მთავრობა ჩაერევა და თავად მოაგვარებს „არეულობისა და მაროდიორების“ პრობლემას.

მანამდე სამართალდამცველებმა სან-დიეგოში რეიდების დროს ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა, დემონსტრანტები კი მათი მიმართულებით ბეტონის ნატეხებს ისროდნენ. ერთი კვირის განმავლობაში ლოს-ანჯელესთან სამიგრაციო კანონმდებლობის დარღვევის ბრალდებით 118 ადამიანი დააკავეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *