აღსანიშნავია, რომ კალიფორნიის ქალაქში უკვე მეორე დღეა ვითარება დაძაბულია მას შემდეგ, რაც იმიგრაციის სამსახურის წარმომადგენლებს მიგრანტები დაუპირისპირდნენ. იმართება საპროტესტო აქციები ტრამპის იმიგრაციის პოლიტიკის წინააღმდეგ, რამაც არეულობა გამოიწვია.
ცნობისთვის, ამ კვირაში ჩატარებული რეიდების შედეგად, უკვე 118 არალეგალი მიგრანტი დააკავეს, მათ შორის მხოლოდ 44 – პარასკევს.
საუბარია პარამაუნტის დასახლებაზე, სადაც მცხოვრები 80% ესპანურენოვანია.
კალიფორნიის დემოკრატმა გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა ტრამპის გადაწყვეტილებას გვარდიის გაგზავნასთან დაკავშირებით „განზრახ პროვოკაციული“ უწოდა. მან X-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ნათქვამია, რომ ტრამპი ეროვნულ გვარდიას „არა იმიტომ აგზავნის, რომ ლოს-ანჯელესში სამართალდამცავი ორგანოების დეფიციტია, არამედ იმიტომ, რომ მას სპექტაკლის ნახვა სურთ“ და დასძინა: „ნუ მისცემთ მათ ამის საშუალებას. არასდროს გამოიყენოთ ძალადობა. მშვიდობიანად გამოხატეთ თქვენი აზრი“.
ამის საპასუხოდ, ტრამპმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნავს, რომ თუ ნიუსომი და ლოს-ანჯელესის მერი ვერ შეძლებენ თავიანთი სამუშაოს შესრულებას, „მაშინ ფედერალური მთავრობა ჩაერევა და პრობლემას, არეულობებსა და ძარცვებს, ისე მოაგვარებს, როგორც ეს უნდა გადაწყდეს!“.