მერაბ დვალიშვილს გამარჯვებას ულოცავს საქართველოს პრემიერი, პრეზიდენტი, დედაქალაქის მერი, მმართველი პარტიის ლიდერები. მისალოცი ქარდები მათ სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი დღეს მეორედ დაიცვა. ქართველმა სპორტსმენმა შონ ო’მალი პირველად 2024 წლის 15 სექტემბერს დაამარცხა და UFC-ის ჩემპიონი გახდა. 2025 წლის 19 იანვარს კი მერაბ დვალიშვილმა UFC 311-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა.