ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი კოტე იოსელიანი სოციალურ ქსელში 50-წამიან ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის. “ვიდეოს ვწერ ბოდიშის მოსახდელად, რამდენიმე წლის წინ უტა ივანიშვილთან დაკავშირებით მთელი ამ დროის განმავლობაში მუდმივად მხვდებოდა ფეისბუქპოსტები, სადაც განიხილებოდა ეს საკითხი. გულწრფელად უტას ბოდიშს ვუხდი ამის გამო, რადგან ეს იყო სიცრუე და მე მისი ორიენტაციის შესახებ არასდროს არაფერი მსმენია. ერთადერთი, რაც ვიცი, მას ყოველთვის კარგად ახასიათებენ, ნორმალური ადამიანია და მის ვაჟკაცობაზე საუბრობენ. ეს იყო ტყუილი, რაც მე ვთქვი და ბოდიშის მოხდა არასდროს არის გვიანი. რაღაც გარემოებები შეიქმნა, რის საფუძველზეც იძულებული გავხდი, ამ ფორმულირებით მეთქვა ეს ყველაფერი. მართლა გულწრფელად ვნანობ და მინდა, კიდევ ერთხელ გულწრფელად ბოდიში მოვუხადო უტა ივანიშვილს”, — ამბობს კოტე იოსელიანი ვიდეოში. როგორც რადიო თავისუფლება წერს, მისი ბოდიში შეიძლება უკავშირდებოდეს 2018 წელს გაკეთებულ განცხადებას მასსა და მთავრობის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს შორის სასიყვარულო ურთიერთობაზე, რაზეც იოსელიანმა ბოდიში უკვე მოიხადა.
ახალი ამბების სააგენტო