რომელ ქვეყნებში ვყიდულობთ კიტრს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გაძვირებული პროდუქტია

რომელ ქვეყნებში ვყიდულობთ კიტრს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გაძვირებული პროდუქტია

წელს, მაისში ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორის მეორე ადგილზე კიტრი იყო. აღნიშნული პროდუქტი გასულ თვეში 55.67%-ით არის გაძვირებული. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი.

BM.GE დაინტერესდა, თუ სად ვყიდულობთ კიტრს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გაძვირებული პროდუქტია.

ოფიციალური სტატისტიკით, წელს, პირველ 4 თვეში, საქართველომ 8,867 ტონა კიტრი შეიძინა, რაშიც $5,9 მლნ გადაიხადა, მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, ქვეყანას $4,5 მლნ-ის ღირებულების 9,354 ტონა კიტრი ჰქონდა ნაყიდი.

მოცემული სტატისტიკური მონაცემით დგინდება, რომ საქართველოს კიტრის იმპორტის მოცულობა 5.2%-ით შეუმცირდა, თუმცა პარალელურად, პროდუქტი 30.3%-ით გაუძვირდა.

საქართველოსთვის წელს, კიტრის მთავარი იმპორტიორი ბაზარი თურქეთია, სადაც ქვეყანამ $5,4 მლნ-ის 7,786 ტონა კიტრი შეიძინა. აღნიშნული ბაზრის წილი მთლიან კიტრის იმპორტში 87.8%-ს შეადგენს.

2025 წლის 4 თვეში, კიტრის მთავარი იმპორტიორი TOP5 ბაზარი ასეთია:

  • თურქეთი – $5,4 მლნ, 7,786 ტონა;
  • ირანი -$518 ათასი, 1,046 ტონა;
  • სომხეთი – $11 ათასი, 24 ტონა;
  • აზერბაიჯანი – $8 ათასი, 10 ტონა;
  • ნიდერლანდები – $1 ტონა, 90 კილოგრამი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *