ამ ინდუსტრიის ზრდის ძირითადი ხელშემწყობი სოციალური ქსელებია, რომლებმაც სრულად შეცვალეს ბრენდისა და მომხმარებლის ურთიერთობის ფორმები და ტენდენციები. ისეთ პლატფორმებზე, როგორიც Instagram-ი და TikTok-ია, ვირუსულად გავრცელებულ პროდუქტებს მწარმოებლებისთვის მილიონობით დოლარის შემოსავლის მოტანა შეუძლიათ.
გთავაზობთ სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებების უმსხვილეს კომპანიებს:
10. Shiseido – $6.59 მლრდ
Shiseido სახის, ტანისა და თმის მოვლის პროდუქციის, დეკორატიული კოსმეტიკისა და პარფიუმერიის ბრენდებს აერთიანებს. კომპანიის საბაზრო ღირებულება $6.59 მილიარდია, რასაც Shiseido-ს პოპულარული და პრემიუმ ხაზის ბრენდები: Nars, Elixir, Narciso Rodriguez, Drunk Elephant და სხვა განაპირობებს.
9. Puig Brands – $93 მლრდ
Puig კოსმეტიკის ესპანური კომპანიაა, რომლის ისტორიაც 111 წელს ითვლის. 1914 წელს ანტონიო პუჯ კასტელოს მიერ დაფუძნებულ კომპანიას დღემდე მისი შთამომავლები მართავენ. კომპანია 150 ქვეყანაშია წარმოდგენილი და ისეთ პოპულარულ ბრენდებს აერთიანებს, როგორებიცაა Carolina Herrera და Rabanne. კომპანია ასევე მსხვილ წილებს ფლობს Jean Paul Gaultier-ში და ოპერირებს Christian Louboutin-ის, Byredo-ს, ანტონიო ბანდერასისა და შაკირას ლიცენზიების ქვეშაც.
8. IFF – $19.55 მლრდ
ამერიკული კორპორაცია International Flavors and Fragrances, თავის მოვლის პროდუქტებთან ერთად საკვებ დანამატებსა და პრობიოტიკებსაც აწარმოებს. სილამაზის ინდუსტრიაში IFF-ის ყველაზე მსხვილი წარმომადგენლობა სუნამოების და პარფიუმერიის სეგმენტშია, სადაც კომპანია Donna Karan-ს, Yves Saint Laurent-ს, Calvin Klein-ს, Avon-სა და სხვა ბრენდებს აერთიანებს.
7. ULTA Beauty – $20.99 მლრდ
Ulta Beauty როგორც ძვირად ღირებულ, ასევე ხელმისაწვდომ კოსმეტიკურ ნაწარმს, პარფიუმერიას, თავისა და ტანის მოვლის პროდუქტების ბრენდებს აერთიანებს. Ulta Beauty-ის მაღაზიები ამერიკის 50-ვე შტატში 1355 ადგილი აერთიანებს. სწორედ აქ შეხვდებით ისეთი ბრენდების პროდუქციას, როგორებიცაა MAC cosmetics, Kilye Cosmetics, ColorPop და სხვა.
6. Kao – $21.54 მლრდ
იაპონური კორპორაცია KAO აზიის, ევროპის, შუა აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონებისთვის პრემიუმ სილამაზის ბრენდებს აერთიანებს. როგორც კომპანია თავის ვებსაიტზე აღნიშნავს, KAO-ს პორტფოლიო სალონური მომსახურების პროდუქტებს მრავალფეროვან არჩევანს მოიცავს, რომელთა შორისაცაა Goldwell, KMS, Oribe და VARIS-ის ბრენდები.
5. Estee Lauder – $24.26 მლრდ
Estee Lauder დეკორატიული კოსმეტიკის, თავის მოვლისა და პარფიუმერიის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომლის პორტფოლიოც პლანეტის ყველაზე პოპულარულ ბრენდებს, Jo Malone London-ს, Clinique-ს, Tom Ford Beauty-ს აერთიანებს. Estee Lauder-ის ისტორია 79 წლის წინ კანის მოვლის ოთხი პროდუქტით დაიწყო ინდუსტრიაში სრულიად ახალიო სიტყვა თქვა. Estee Lauder-ის Clinique აღმოჩნდა პირველი ბრენდი, რომელმაც ქალის ხაზის პარალელურად, მამაკაცის თავის მოვლის ხაზიც შექმნა.
4. Beiersdorf – $30.21 მლრდ
გერმანული Beiersdorf ჰამბურგში ბაზირებული კომპანიაა, რომელიც თავის მოვლის ისეთ პოპულარულ ბრენდს აწარმოებს, როგორიც Nivea. გარდა ამისა, კანის მოვლის მიმართულებით კომპანიის პორტფელს მიეკუთვნება Aquaphor-ის, Labello-ს, Coppertone-ის ბრენდებიც.
3. Galderma Group – $33.43 მლრდ
Galderma-ის ძირითადი ფოკუსიც დერმატოლოგიურ პროდუქტებსა და სახის კანის მოვლაზეა. კომპანია 1981 წელს დაფუძნდა, როგორც Nestle-სა და Loreal-ის საერთო საწარმო, შემდეგ კი სრულად Nestle-ს შვილობილად იქცა. კომპანიის IPO 2024 წელს შედგა, დღეს კი მისი ღირებულება $33.43 მილიარდა. Galderma-ს ბრენდებს მიეკუთვნებიან: Cetaphill, Differin, Oreca, Epiduo და სხვა.
2. Givaudan – $46.84 მლრდ
კიდევ ერთი შვეიცარიული კომპანია ამჯერად Givaudan-ია, რომელიც კოსმეტიკის აქტიურ ინგრედიენტებს და პარფიუმერიას აწარმოებს. კომპანიის ბიზნეს პროფილი ორი მიმართულებისგან შედგება: კეთილდღეობის მიმართულება კვების ინდუსტრიაში ნუტრიციულ დანამატებზეა კონცენტრირებული, სილამაზის მიმართულებით კი პორტფოლიო თავის მოვლის, ქსოვილის მოვლის, ჰიგიენისა და კოსმეტიკის პროდუქტებს აერთიანებს.
1. L’Oreal – $230.24 მლრდ
კოსმეტიკისა და თავის მოვლის ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია ფრანგული კორპორაცია L’oreal-ია, რომლის ისტორიაც 115 წლის წინ, თმის საღებავის ინოვაციური ფორმულითა და სამი თანამშრომლით დაიწყო. დღეს კომპანია 85 ათასზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს, ჰოლდინგში შემავალი ბრენდების რაოდენობა კი 40-ს აღწევს. L’Oreal-ი სრულად დომინირებს დეკორატიული კოსმეტიკის ბაზარზე და მომხმარებელს მულტიფუნქციურ პროდუქციას ნებისმიერ ბიუჯეტში სთავაზობს. L’Oreal-ის ლუქს მიმართულების ბრენდებს შორისაა Diesel, Giorgio Armani Beauty, Lancome, MUGLER, Urban Decay, Prada და სხვები. პროფესიონალ ხაზს მიეკუთვნება Kerastase-ისა და PureOlogy-ის ბრენდები, აქტიური კოსმეტიკის დივიზიის ნაწილია Vichy, La Roche-Posay, CeraVe – ეს ყველაფერი კი Loreal-ის იმპერიის მხოლოდ მცირე ნაწილია.