ახლა, ბიზნესი არ ფიქრობს გაფართოებაზე, რასაც გაცილებით თამამად აკეთებდნენ წინა პერიოდში – მიხეილ კუკავა
Stemscale-ის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი მიხეილ კუკავა გადაცემა “ანალიტიკასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ახლა ისეთი ვითარებაა ქვეყანაში, რომ ბიზნესი არ ფიქრობს გაფართოებაზე და თუნდაც კოსმეტიკური ცვლილებებისთვის ფულის დახარჯვაზე, რასაც გაცილებით თამამად აკეთებდნენ წინა პერიოდებში. მისივე თქმით, ისინი თავს იკავებენ მათ შორის რეინვესტირებისგან, რასაც აჩვენებს გამოკითხვებიც.
„ეს გაურკვევლობის პერიოდი თუ გაგრძელდა, ჩვენ გაცილებით უარეს შედეგებს მივიღებთ. მშპ-ს ზრდა, რაც ახლა გვაქვს, და რაც ერთჯერადი ფაქტორების ხარჯზეა გამოწვეული, მათ შორის რუსული ფაქტორებით, აისახება ძალიან მალე. ამას ნათლად აჩვენებს ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი, დღგ-ს შესრულება სამი თვის მონაცემები და ოთხი თვის მონაცემებითაც ჩვენ ვხედავთ ამ ტენდენციის გაგრძელებას“, – განაცხადა მიხეილ კუკავამ.