პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დღეს „გრანტების შესახებ” საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე დაინიცირებულ კანონპროექტს განიხილავს.
პროექტის მიხედვით გარკვეული გამონაკლისები დაწესდება იმ ორგანიზაციებისათვის, რომელთა უცხოური დაფინანსება და ამ ფინანსების გამოყენება საზოგადოებაში არ იწვევს არანაირ ეჭვს. მსგავს ორგანიზაციებს ექნებათ შესაძლებლობა უცხოეთიდან დაფინანსება მიიღონ მთავრობის თანხმობის გარეშე.