წელს, ლიმონის იმპორტი გაიზარდა – სად ვყიდულობთ ციტრუსს, რომელიც მაისში ყველაზე მეტად გაძვირდა

წელს, ლიმონის იმპორტი გაიზარდა – სად ვყიდულობთ ციტრუსს, რომელიც მაისში ყველაზე მეტად გაძვირდა

წელს, ლიმონის იმპორტი გაიზარდა – სად ვყიდულობთ ციტრუსს, რომელიც მაისში ყველაზე მეტად გაძვირდა

წელს, მაისში ყველაზე მეტად – 84.87%-ით ლიმონი გაძვირდა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი.

BM.GE დაინტერესდა, თუ სად ვყიდულობთ ლიმონს, რომელიც ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორის პირველ ადგილს იკავებს.

წელს, პირველ ოთხ თვეში (იანვარი-აპრილი) საქართველომ $549 ათასის ღირებულების 1,119 ტონა ლიმონი შეიძინა. ხოლო გასულ წელს, ანალოგიურ პერიოდში ქვეყანას 922 ტონა ლიმონი ჰქონდა შეძენილი, რაშიც $517 ათასი გადაიხადა. აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რომ ქვეყანას ლიმონის იმპორტი 6%-ით გაეზარდა.

საქართველოსთვის, 2025 წლის პირველ ოთხ თვეში, ლიმონის მთავარი იმპორტიორი ბაზარი თურქეთი იყო, საიდანაც საქართველომ $382 ათასის 1,040 ტონა ციტრუსი შეიძინა. მას მოსდევს ნიდერლანდები, სადაც ქვეყანამ $165 ათასის 77 ტონა ლიმონი ივაჭრა.

გარდა ამისა, ქვეყანაში მცირე რაოდენობით ლიმონი შემოვიდა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ეგვიპტიდან და ირანიდან.

რაც შეეხება გასული წლების სტატისტიკას, ლიმონის იმპორტის მონაცემები კლებადია.

2021 წელს – 2,6 მლნ აშშ დოლარი – 6,050 ტონა

2022 წელს – 2,6 მლნ აშშ დოლარი – 5,728 ტონა

2023 წელს – 1,9 მლნ აშშ დოლარი – 4,586 ტონა

2024 წელს – 2,5 მლნ აშშ დოლარი – 3,832 ტონა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *