კოტე იოსელიანი გამოკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ირწმუნება, რომ მისი მეუღლე მოიტაცეს. მისი თქმით, კოტე იოსელიანს ღამით დახვდა ხუთი ნიღბიანი, თუმცა მისივე სიტყვებით, მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენება მათ ვერ შეძლეს.
ბოკუჩავა ამბობს, რომ იოსელიანი მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ. მოდულის შენობაში, მასზე ზეწოლა განახორციელეს და ამის შემდეგ ჩაწერა უტა ივანიშვილისთვის ბოდიშის მოხდის ვიდეო.