“ყველა ნორმის დარღვევით, თავზე მეშოკწამოფარებული, მე უკანონოდ, საერთაშორისო სამართლის და ქართული სამართლის დარღვევით ჩამომიყვანეს საქართველოში. ეს იყო ივანიშვილის შეკვეთილი და სუსის მიერ შესრულებული სპეცოპერაციას, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა იმ ბორტზე, რომლითაც მე მომიტაცეს. ამ დანაშაულს იძიებს ანრი ოხანაშვილი – ანუ სუსი იძიებს თავის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს“, – თქვა ბაჩიაშვილმა.
ბაჩიაშვილის თქმით, მან გასულ კვირას ოფიციალურად მოითხოვა გამოძიების დაწყება მისი გატაცების საქმეზე.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი 27 მაისს დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ ბაჩიაშვილი სადახლოს მწვანე ზონაში დააკავეს. ის საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი მმართველია. ბაჩიაშვილმა პროცესზე თქვა, რომ ის საზღვარგარეთ გაიტაცეს
“შაბათს, 24 მაისს გამიტაცეს საზღვარგარეთიდან თვალები ამიხვიეს და 2 დღე თვალახვეული მატარეს” – ამის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში „მტკვარი ჰესის“ საქმეზე წინასასამართლო პროცესზე განაცხადა.
$1 მილიარდის ბიტკოინები და სამი სისხლის სამართლის საქმე — რა ედება ბრალად გიორგი ბაჩიაშვილს
გიორგი ბაჩიაშვილის მეგობრების თქმით, ის აბუ დაბიში, სასტუმროში დააკავეს – Guardian
ბაჩიაშვილი დგას წამების საფრთხის ქვეშ – Amsterdam & Partners