გერმანიის ელჩი: გვსურს, გერმანული ორგანიზაციები გათავისუფლდნენ FARA-ს რეგულაციებისგან

გერმანიის ელჩი: გვსურს, გერმანული ორგანიზაციები გათავისუფლდნენ FARA-ს რეგულაციებისგან
საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებით, ანტიკორუფციულ ბიუროში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს უცხოელი აგენტების შესახებ კანონი (FARA), ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

როგორც ელჩი წერს სოციალურ ქსელ X-ზე, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ 13 გერმანულ ორგანიზაციაზე, რომლებიც საქართველოში მოქმედებენ და გერმანიის ფედერალური ბიუჯეტით ფინანსდებიან.

„დამპირდნენ ინფორმირებას იმის შესახებ, თუ როგორ მოეპყრობიან FARA-ს საფუძველზე საქართველოში არსებულ 13 გერმანულ ორგანიზაციას — რომლებიც დაფინანსებულია გერმანიის ფედერალური ბიუჯეტით, ექვემდებარება გერმანია-საქართველოს ორმხრივ ხელშეკრულებებს და აუცილებელია ჩვენი ფართო და ღრმა კავშირების პრაქტიკული განხორციელებისთვის. გვსურს, რომ ისინი გათავისუფლდნენ ამისგან“, – წერს ფიშერი.

ელჩის თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ევროკავშირთან დაახლოების პროცესზე და იმ გამოწვევებზე, რაც შეიძლება ამ გზაზე შეექმნას საქართველოს.

„ასევე განვიხილეთ ევროკავშირი. გავიხსენე ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის უარყოფითი მოსაზრება „უცხოელი აგენტის“ ტიპის კანონებთან დაკავშირებით. როგორც მეგობარმა, გავაფრთხილე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ილუზიებთან დაკავშირებით. ევროკავშირის საბჭომ 2024 წლის ივნისიდან სინანულით დაასკვნა, რომ საქართველო შორს არის კურსიდან“, – წერს ელჩი.

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს 6 ივნისს შეხვდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *