იაპონიის სტატისტიკის ეროვნული სამსახური არასახარბიელო მონაცემებს ასაჯაროებს – მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკის მოცულობა წლიურად 0.2%-ით შემცირდა, რაც წინასწარ პროგნოზირებულზე უკეთესი შედეგია, რადგან წინასწარი გათვლებით კლება 0.7% იყო.
მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირებას, ძირითადად, კერძო სექტორის ბრუნვის შემცირება, ექსპორტის კლება, ეროვნული ვალუტის მერყეობა და ეკონომიკური აქტივობის შენელება განაპირობებს.
ექსპერტების შეფასებით, იაპონიის ეკონომიკა რეცესიის სერიოზული რისკის წინაშე დგას, რომლის დასაძლევად ქვეყნის მთავრობამ და ცენტრალურმა ბანკმა ერთიანი ძალებით უნდა იმოქმედონ.