ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს წელს მეხუთედ შეხვდა

ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს წელს მეხუთედ შეხვდა
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა.

ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი კომისიის ფორმატის მნიშვნელობას სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის შემდგომი განვითარების ხელშესაწყობად.

ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებს და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით არსებულ პერსპექტივებს.

ეს კობახიძის და ორბანის მე-5 შეხვედრაა 2025 წელს

  • 2025 წლის 13 თებერვალს დუბაიში;
  • 2025 წლის 12 აპრილს ანტალიაში;
  • 2025 წლის 16 მაისს ტირანაში;
  • 2025 წლის 28 მაისს ბუდაპეშტში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *