„ქართული ოცნება“ მორიგ საკანონმდებლო ცვლილებას ამზადებს, რომელიც ფინანსური დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირებისგან და მათი გარემოცვისგან ქონების ამოღების პროცედურებს გაამარტივებს. ინიციატივის მთავარი „ინსპირატორი“, როგორც მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ბიზნესმენი გიორგი ბაჩიაშვილია.

ქონების ჩამორთმევა, ელექტრონული სამაჯური – „ოცნება“ ფინანსური დანაშაულის აღსრულების მექანიზმებს ამკაცრებს

ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა გიორგი ბაჩიაშვილი, – „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი „მარჯვენა ხელი“, – საკანონმდებლო ცვლილების ინსპირაცია, მდინარაძემ განაცხადა:

„მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დიახ, ოღონდ მათ შორის… ერთ-ერთი ინსპირატორი ამ თემისა შეიძლება ბაჩიაშვილიც იყოს, მაგრამ სხვა უამრავიც, მათ შორის. საერთოდ, კანონები ასე იცვლება, – როცა ხედავს კანონმდებელი გამოწვევას კონკრეტულ ქეისებზე დაყრდნობით“.

მდინარაძემ ასევე თქვა – როდესაც ბაჩიაშვილი თუ სხვა ბრალდებულები საუბრობენ და არის მოლოდინი მათი მხრიდან, რომ ჩავიდენ დანაშაულს, რამდენიმეწლიანი ციხის მოხდის შემდეგ შემრჩება ძალიან დიდი ფული“.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი 27 მაისს დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ ბაჩიაშვილი სადახლოს მწვანე ზონაში დააკავეს. ის საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი მმართველია. ბაჩიაშვილმა პროცესზე თქვა, რომ ის საზღვარგარეთ გაიტაცეს

“შაბათს, 24 მაისს გამიტაცეს საზღვარგარეთიდან თვალები ამიხვიეს და 2 დღე თვალახვეული მატარეს” – ამის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში „მტკვარი ჰესის“ საქმეზე წინასასამართლო პროცესზე განაცხადა.

$1 მილიარდის ბიტკოინები და სამი სისხლის სამართლის საქმე — რა ედება ბრალად გიორგი ბაჩიაშვილს

გიორგი ბაჩიაშვილის მეგობრების თქმით, ის აბუ დაბიში, სასტუმროში დააკავეს – Guardian

ბაჩიაშვილი დგას წამების საფრთხის ქვეშ – Amsterdam & Partners

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *