Walmart-ის მილიარდერი მემკვიდრე ხალხს ტრამპის წინააღმდეგ მობილიზებისკენ მოუწოდებს

Walmart-ის მილიარდერი მემკვიდრე ხალხს ტრამპის წინააღმდეგ მობილიზებისკენ მოუწოდებს

როგორც უალტონთან დაკავშირებულმა ანონიმურმა წყარომ Forbes-თან განაცხადა, სარეკლამო მასალა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა, მილიარდერისგან “პერსონალური გზავნილია”, რომელიც ხალხს 14-ივნისის პროცესებში “მშვიდობიანი” ჩართვისკენ მოუწოდებს: “მისი მესიჯი მხარს უჭერს მშვიდობიან დიალოგს და განსხვავებული ხედვებისა და ხმების გაზიარებას. იგი გმობს ძალადობის ყველა ფორმას და ერთმანეთისთვის მოსმენის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას”.

Walmart-ის პრესის გლობალური ოფისის დირექტორმა, ჯო პანინგტონმა აღნიშნა, რომ მემკვიდრის დაკვეთით მომზადებული სარეკლამო მასალა Walmart-თან კავშირში არაა და ქსელს არ წარმოადგენს. თავად უალტონი Walmart-ში არც მმართველთა საბჭოს წევრია და არც გადაწყვეტილებების მიღებაშია ჩართული. იგი კომპანიაში 1.9%-იან წილს ფლობს, რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო.

უალტონი ერთ-ერთია მილიარდერთა იმ მცირე ჯგუფში, ვინც ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ. რამდენიმე თვეა აშშ-ში ტრამპის ტარიფების, საემიგრაციო პოლიტიკისა და პრესტიჟულ უნივერსიტეტებზე თავდასხმის გამო პრეზიდენტის მისამართით წინააღმდეგობა იზრდება და მასობრივ პროტესტად იქცევა. ერთ-ერთ ასეთ საპროტესტო აქციას ლოს-ანჯელესში ტრამპის მიერ ეროვნული გვარდიის გაგზავნა მოჰყვა.

გაზეთში რეკლამის განთავსების შემდეგ, ტრამპის მხარდამჭერები Walmart-ის ქსელის ბოიკოტზე ალაპარაკდნენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *