ისრაელ-ირანის დაპირისპირების ფონზე, თბილისიდან 12, ბათუმიდან 7 რეისი გაუქმდა

ისრაელ-ირანის დაპირისპირების ფონზე, თბილისიდან 12, ბათუმიდან 7 რეისი გაუქმდა
ისრაელ-ირანს შორის მიმდინარე დაპირისპირების ფონზე თბილისის აეროპორტიდან 12, ბათუმის აეროპორტიდან კი 7 რეისი გაუქმდა. ამის შესახებ BMG-ის TAV Georgia-ში განუცხადეს. კომპანიაში ამბობენ, რომ ფრენები არა მხოლოდ ისრაელის, არამედ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებითაც გაუქმდა.

13 ივნისს გამთენიისას ისრაელის თავდაცვის არმიამ ირანზე იერიში მიიტანა. ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, დაარტყეს ურანის გამდიდრების მთავარ ობიექტს ქალაქ ნათანზში, ასევე ირანელ მეცნიერებს, რომლებიც ბირთვული ბომბის შესაქმნელად მუშაობენ. დაპირისპირების გამო ისრაელმა, ირანმა, ერაყმა და ჯორდანმა საჰაერო სივრცე ჩაკეტეს. ირანისგან მოსალოდნელი საპასუხო შეტევის გამო ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ბენ გურიონის აეროპორტი დახურა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *