ისრაელ-ირანის დაპირისპირების ფონზე ნავთობზე ფასი იზრდება

ნავთობის ფასი კლებას განაგრძობს
ისრაელის მიერ ირანზე დარტყმების შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი გაიზარდა. ნედლ ნავთობზე ფასი 4 დოლარით 71 დოლარამდე გაიზარდა, Brent-ის ტიპის ნავთობზე ფასი თითქმის 4 დოლარით 73 დოლარამდეა გაზრდილი. რაც შეეხება WTI (West Texas Intermediate) ფასს, აქ 3.6 დოლარიანი ზრდა ფიქსირდება და ბარელის ფასი 72 დოლარამდეა.

ტრეიდერები შიშობენ, რომ ნავთობით მდიდარ რეგიონში ისრაელ-ირანის დაპირისპირება მიწოდებაში შეფერხებას გამოიწვევს, რაც ნედლეულის ფასს გაზრდის.

13 ივნისს გამთენიისას ისრაელის თავდაცვის არმიამ ირანზე იერიში მიიტანა. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, დაარტყეს ურანის გამდიდრების მთავარ ობიექტს ქალაქ ნათანზში, ასევე ირანელ მეცნიერებს, რომლებიც ბირთვული ბომბის შესაქმნელად მუშაობენ. დაპირისპირების გამო ისრაელმა, ირანმა, ერაყმა და ჯორდანმა საჰაერო სივრცე ჩაკეტეს. ირანისგან მოსალოდნელი საპასუხო შეტევის გამო ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ბენ გურიონის აეროპორტი დახურა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *