ტრამპის თქმით, შესაძლოა, აშშ-მა ჩინეთს ტარიფები შეუმციროს, თუ ეს TikTok-ის გასხვისებას დაეხმარება

ტრამპის თქმით, შესაძლოა, აშშ-მა ჩინეთს ტარიფები შეუმციროს, თუ ეს TikTok-ის გასხვისებას დაეხმარება

პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, ByteDance-ის მიერ TikTok-ის ამერიკული კომპანიისთვის მიყიდვის ხელშესაწყობად, იგი ჩინეთისთვის ტარიფების შემცირებას განიხილავს.

როგორც ტრამპმა ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, TikTok-ის გასხვისებასთან დაკავშირებული შეთანხმების მისაღწევად “ჩინეთს თავისი როლის შესრულება მოუწევს”.

“იქნებ მათთვის ტარიფები შევამციროთ, ან რამე მსგავსი, რომ შეთანხმება მივიღოთ. TikTok-ი ნამდვილად დიდია, თუმცა ტარიფების თითოეული ასპექტი Tiktok-ზე ძვირი ღირს”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ეროვნული უსაფრთხოების კანონი ჩინურ კომპანია ByteDance-ს ავალდებულებს, TikTok-ის ამერიკული ოპერაციები გაასხვისოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აპლიკაცია ქვეყნის მასშტაბით დაიბლოკება. გაპრეზიდენტების შემდეგ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომლითაც შეთანხმების მიღწევის ბოლო ვადა 20 იანვრიდან 5 აპრილამდე გადაავადა. ტრამპის განცხადებით, მისი სურვილია, შეერთებულმა შტატებმა TikTok-ის მფლობალობაში 50%-იანი წილი შეინარჩუნოს.

ტრამპისვე თქმით, 5 აპრილით განსაზღვრული ბოლო ვადა კიდევ ერთხელ გახანგრძლივდება, თუ სოციალური ქსელი მანამდე არ გასხვისდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *