ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ დღეს განაცხადა, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებების წარმოება, ვიდრე ისრაელი ირანულ ქალაქებს ბომბავს, გაუმართლებელია.
“აშშ-ის პრეზიდენტის გზავნილებსა და განცხადებებზე დაყრდნობით, არაღჩიმ სიონისტური რეჟიმის მტრული ქმედებები ვაშინგტონის პირდაპირი მხარდაჭერის შედეგად მიიჩნია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანსა და აშშ-ს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელება იმ სიტუაციაში, როდესაც სიონისტური რეჟიმის სიველურე გრძელდება, გაუმართლებელია“, – ნათქვამია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, არაღჩისა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელ კაია კალასს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ.
13 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს ისრაელის მიერ ირანზე “ძალიან წარმატებულ” თავდასხმას და ირანს მოუწოდებს, ბირთვულ შეთანხმებას დროულად დასთანხმდეს: “ირანს ჩემთვის უნდა მოესმინა, როდესაც ვუთხარი და… როგორც იცით, 60-დღიანი გაფრთხილებაც მივეცი. დღეს 61-ე დღეა”.
ტრამპის განცხადების საპასუხოდ კი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დააკონკრეტა, რომ აშშ-ს ირანზე თავდასხმასთან კავშირში არ არის.