იმერეთის პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – შსს

იმერეთის პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო.

კერძოდ, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული ი.ზ. დააკავეს.

დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“სამართალდამცველებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი” ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს”,- აღნიშნავენ უწყებაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *