ტურისტული ბაზრების სეგმენტის ცვლილებამ საოპერაციო მიმართულებების გადახედვა განაპირობა – “მაქმანი ვუდი”

ტურისტული ბაზრების ცვლილებამ საოპერაციო მიმართულებების გადახედვა განაპირობა. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ქართული ბრენდი “მაქმანი ვუდის” თანადამფუძნებელმა, თამთა ჭოჭუამ ისაუბრა.

მისი შეფასებით, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად არის ტურისტების ხარისხი დაქვეითებული. უფრო კონკრეტულად, შემცირებულია ევროპელი და ამერიკელი ტურისტების რაოდენობა. ამის პარალელურად, გაზრდილია აზიელი ტურისტების რიცხვი.

“ტურისტების ხარისხი დაქვეითდა. აღარ გვსტუმრობენ ევროპიდან და ამერიკიდან. წელს ძალიან შესამჩნევია, რომ ქვეყანას მეტწილად აზიელი ტურისტები სტუმრობენ.

ჩვენც ვეცადეთ და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პროდუქცია უფრო მაღალ სეგმენტზეა მორგებული, რომელსაც ევროპელი ტურისტები ყიდულობდნენ, აზიელებს ისეთი პროდუქციაც შევთავაზეთ, რომ საშუალო ფენასაც ჰქონოდა შესაძლებლობა, რომ საჩუქრად წაეღო. მოგვიწია ასევე ფასების კორექციაც. ფასები დაახლოებით 10%-ით კლების მიმართულებით დავაკორექტირეთ”, – ამბობს მეწარმე.

ქართული ბრენდი “მაქმანი ვუდის” თანადამფუძნებელი ყურადღებას ქართველი მომხმარებლების ზრდაზე ამახვილებს. მისი თქმით, ადგილობრივები ქართველი მეწარმეების მხარდაჭერას და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის შეძენას ცდილობენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *