თბილისში Lamborghini-ის შოურუმი იხსნება — რა სერვისს სთავაზობს Tegeta Cars მომხმარებელს?

თბილისში Lamborghini-ის შოურუმი იხსნება — რა სერვისს სთავაზობს Tegeta Cars მომხმარებელს?

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, Automobili Lamborghini-ის პირველი შოურუმი ოფიციალურად იხსნება. იტალიური პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში კომპანია Tegeta Cars-ს ეკუთვნის. შოურუმი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება და მომხმარებელს სერვისს ბრენდის სპეციფიკაციებზე გადამზადებული მექანიკოსები გაუწევენ.

„თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების ოფიცერი პეტრე წაქაძე BMGtv-ის გადაცემაში “ბიზნესის კვირეული” ამბობს, რომ გახსნის ცერემონიაზე სტუმრებს Lamborghini-ის 2025 წლის სპორტქარი Temerario წარუდგენენ, რომელიც Twin-turbo V8 ჰიბრიდული ძრავითაა აღჭურვილი და 900-ზე მეტ ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

„ შოურუმი ფაქტობრივად 6 თვეში მოიწყო და ამ დროში შევძელით სრულად დაგვეკმაყოფილებინა მოთხოვნების სრული სპექტრი.

უცხო არ არის, რომ ყველა ბრენდს თავისი გაიდლაინი აქვს და ამ მხრივ არც LamborghinIi ყოფილა გამონაკლისი. დიზაინზე, როგორც ინტერიერზე, ასევე ექსტერიერზე მუშაობდნენ იტალიელი სპეციალისტები. ამის შემდეგ, შესრულების ნაწილი იყო ჩვენი. შოურუმში გამოყენებულია მატერიალები და მასალები, ავეჯი და სანათები, რომელსაც ბრენდის არქიტექტურა ითხოვს.

გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ Tegeta Cars-სა და Automobili Lamborghini-ის პარტნიორობა რეგიონში უპრეცედენტოა და ხაზს უსვამს არამხოლოდ ჩვენი კომპანიის მაღალ რეპუტაციას, არამედ მთლიანად საავტომობილო სექტორის განვითარებას ქვეყანაში.

ჩვენი მიზანია სუპერქარების მოყვარულებს Lamborghini-ის ფართო სამოდელო რიგი და მაღალი ხარისხის სერვისი შევთავაზოთ. ამისთვის მექანიკოსებმა ბრენდის სპეციფიკაციების შესასწავლად სპეციალური კურსები გაიარეს. ვეცდებით, ქართველ მომხმარებელს Lamborghini-ისთვის დამახასიათებელი ემოციებით სავსე ახალი გამოცდილება მივაწოდოთ, რადგან ჩვენ ვყიდით არა მხოლოდ ავტომობილს, არამედ ემოციასაც და ეს, ძალიან მნიშვნელოვანია “, — განაცხადა პეტრე წაქაძემ.

წამყვანის კითხვაზე, რას ნიშნავს კომპანიისთვის Lamborghini-ის პორტფელში დამატება, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების ოფიცერი პასუხობს, რომ ეს სხვა დანარჩენთან ერთად, ნახევარ საუკუნეზე უფრო დიდი ხნის, წარმატებული ბრენდის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობაცაა.

” Lamborghini-ის შემომატება ნიშნავს 60 წელზე მეტი ისტორიის მატარებელ ბრენდთან ურთიერთობას და იმ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, რაც ამ დიდმა ბრენდმა ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში გაიარა. ბრენდის ღირებულებიდან გამომდინარე, ნიშნავს ერთი ნაბიჯით ზემოთ ასვლას. ასევე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიზრდებით ჩვენს მომხმარებელთან ერთად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად, მომხმარებელმა არ იცის, რისი ყიდვა სურს, სანამ ამას არ მიუტან და აჩვენებ. ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ ამაში ხელი შევწყოთ ჩვენს კლიენტებს”, – განაცხადა წაქაძემ “ბიზნესის კვირეულში”.

მისი თქმით, Lamborghini-ის შოურუმის პროექტში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 4.5 მილიონ ევროს აჭარბებს. შენობა 300 კვ.მ-ზეა განთავსებული და სრულად შეესაბამება იტალიური ბრენდის სტანდარტებსა და დიზაინის გაიდლაინებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *