კახეთის გზატკეცილზე, თბილისის შემოსასვლელის მიმართულებით, მეტრომშენის დასახლების მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 15 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. პირველი ეტაპის განმავლობაში, გადაადგილება შეზღუდულია ხიდის მარჯვენა სამოძრაო ზოლზე, რის შემდეგაც, შეზღუდვა მარცხენა ზოლსაც შეეხება, — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
კახეთის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა
