ბრიტანული დაზვერვა MI6-ის უფროსად პირველი ქალი – ბლეიზ მეტრეველი დაინიშნა

ბრიტანული დაზვერვა MI6-ის უფროსად პირველი ქალი – ბლეიზ მეტრეველი დაინიშნა
ბრიტანულ საგარეო დაზვერვის სამსახურს პირველი ქალი უფროსი ჰყავს. პრემიერ მინისტრმა კირ სტარმერმა ამ პოსტზე ბლეიზ მეტრეველი წარადგინა, რომელმაც წინა ხელმძღვანელი სერ რიჩარდ მური შეცვალა. მეტრეველი იქამდე, MI6-ის ტექნოლოგიების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

ბლეიზ მეტრეველის ბიოგრაფიის თანახმად, ის 47 წლის არის, MI6-ს 1999 წელს შეუერთდა და ასრულებდა სხვადასხვა საოპერაციო როლს ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში.

მას ანთროპოლოგიის განხრით კემბრიჯის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. მისი ბიოგრაფიის შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით საჯაროდ ცნობილი არაა.

MI6-ის ბიუჯეტი 2025 წლისთვის 3.7 მილიარდი გირვანქა სტერლინგია. უწყება 3,600-მდე თანამშრომელს ასაქმებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *