იტალიელი კარლო აკუტისი 7 სექტემბერს პირველი “მილენიალი” წმინდანი გახდება

იტალიელი კარლო აკუტისი 7 სექტემბერს პირველი “მილენიალი” წმინდანი გახდება

პაპ ლეო XIV-ის ცნობით, კარლო აკუტისი 7 სექტემბერს პირველი “მილენიალი” წმინდანი გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. კარლო აკუტისს, რომელიც 2006 წელს ლეიკემიით გარდაიცვალა, რომის პაპი წმინდანად წმინდა პეტრეს მოედანზე გამართულ ცერემონიაზე გამოაცხადებს. კარლო აკუტისი 15 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში მან კომპიუტერული უნარები გამოიყენა კათოლიკური სარწმუნოების შესახებ ცნობიერების გასავრცელებლად ვებსაიტის შექმნით, რომელიც სასწაულების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებდა. კარლო აკუტისი ნეტარად (“კურთხეულად” გამოცხადდა) 2020 წელს მისი პირველი სასწაულის შემდეგ, როდესაც, როგორც ამბობენ, მან განკურნა ბრაზილიელი ბიჭი თანდაყოლილი დეფექტით, რის გამოც ნორმალურად ჭამა არ შეეძლო. როგორც ამბობენ, ბიჭი განიკურნა მას შემდეგ, რაც დედამისმა თქვა, რომ აკუტისს ევედრებოდა, რომ მისი შვილის განკურნებაში დახმარებოდა. აკუტისს მიკუთვნებული მეორე სასწაული კოსტა-რიკელი გოგონას განკურნებას უკავშირდება, რომელსაც თავის ტრავმა ჰქონდა. ცნობისთვის, 7 სექტემბრის ცერემონია იქნება პირველი კანონიზაცია, რომელსაც პირველი ამერიკელი რომის პაპი უხელმძღვანელებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *