საქართველოში, სადაც ცხოვრების ხარისხი სულ უფრო მეტად უკავშირდება სისუფთავეს, უსაფრთხო გარემოსა და პროფესიონალიზმს, კომპანია „სუფთა სამყარო“ 20 წელია ლიდერობს დასუფთავების სერვისების ბაზარზე. კომპანიამ ათი ათასობით კმაყოფილი მომხმარებლის ნდობა მოიპოვა და ახალი სტანდარტები დაამკვიდრა როგორც ბიზნესის, ისე საცხოვრებელი სივრცეების მოვლაში.
„სუფთა სამყარო“ 2004 წელს დააარსა აპოლონ გოლეთიანმა, რომლის ხედვაც თავიდანვე გამორჩეული იყო. მისთვის დასუფთავება ნიშნავს მაღალი კულტურის სერვისს, სადაც ხარისხი, პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი უნდა იყოს მთავარი ღირებულებები. წლების განმავლობაში, კომპანიის საქმიანობა გახდა საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ყოველდღიური სისუფთავის რუტინა იქცეს რეალურ შედეგად და ბიზნეს-მდგრადობის წყაროდ.
დღესდღეობით, კომპანიას 33 000-ზე მეტი წარმატებით შესრულებული შეკვეთა აქვს და მომხმარებელთა საშუალო შეფასება 4.7 ქულას შეადგენს.
მომსახურების ფართო სპექტრი მოიცავს:
- ექსპრეს, გენერალურ და რემონტის შემდგომ დასუფთავებას
- ფანჯრებისა და ვიტრაჟების წმენდას
- ტექსტილის, ავეჯისა და ხალიჩების ქიმიურ წმენდას
- ოფისების, სავაჭრო და სამრეწველო ობიექტების სერვისს
„სუფთა სამყაროს“ სანდოობასა და პროფესიონალიზმზე მოწმობს მისი მომხმარებელთა პორტფელიც. კომპანია დღეს რეგულარული დასუფთავების სერვისს სთავაზობს ისეთ ცნობილ ორგანიზაციებს, როგორებიცაა: „თეგეტა მოტორსი“, „ევოლუშენ ჯორჯია“, „გრინვეი საქართველო“, საქართველოს ეროვნული ბანკი, „H&M“-ის მაღაზიები და ა.შ.
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სერვისებს, რომლებიც ზუსტად ერგება როგორც ფიზიკური, ისე კორპორატიული მომხმარებლების განსხვავებულ საჭიროებებს. პაკეტების არჩევანი კი მორგებულია ყველაზე იქნება ეს ინდივიდუალური მომსახურება, სტანდარტული თუ VIP სერვისი. მომსახურების ღირებულება კი მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნებზე და სრულიად გამჭვირვალეა.
კომპანია განსაკუთრებულად ზრუნავს პერსონალზე. ტრენინგული სისტემა ყველას აძლევს შანსს, რომ დასაქმდეს პროფესიული გამოცდილების გარეშეც კი. , ყოველი თანამშრომელი გადის სრულყოფილ თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას, რაც უზრუნველყოფს მომსახურების ერთიან მაღალ ხარისხსა და სანდოობას.
გუნდი იყენებს ევროპული სტანდარტის აღჭურვილობასა და საწმენდ საშუალებებს, მათ შორის ბრენდებს: Kärcher, HG და ა.შ.
„სუფთა სამყარო“ აქტიურად პასუხობს ბაზრის ახალ მოთხოვნებს. ეს არის კომპანია, რომელიც სისუფთავეს არ აღიქვამს მხოლოდ ტექნიკურ საჭიროებად, არამედ მას ემსახურება როგორც კულტურულ და ჰუმანურ ღირებულებას. სწორედ ამიტომ, სერვისის თითოეული დეტალი, დაწყებული – პერსონალის კომუნიკაციით, დამთავრებული ტექნიკური შესრულებით – დამუშავებულია მაღალი სიზუსტით და სრულად შეესაბამება ჰიგიენის უმაღლეს სტანდარტებს.
აპოლონ გოლეთიანის აზრით, წარმატება არამხოლოდ სამუშაოს შესრულებაში, არამედ მის აღქმასა და მნიშვნელობაშია: „დასუფთავება ჩემთვის უბრალო ტექნიკური პროცესი არასდროს ყოფილა. ყოველთვის მჯეროდა, რომ ეს სფერო საჭიროებს ისეთივე ყურადღებასა და პროფესიონალიზმს, როგორც ნებისმიერი სხვა მაღალი ხარისხის მომსახურება. სწორედ ამიტომ შევქმენით კომპანია, რომელიც არამხოლოდ ასუფთავებს სივრცეებს, არამედ სისუფთავეს აქცევს ბრენდად.“
დღეს „სუფთა სამყარო“ აგრძელებს განვითარებას და ცდილობს ახალ დონეზე აიყვანოს პროფესიული დასუფთავების სტანდარტები საქართველოში. კომპანია არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ერთგულება, შრომისმოყვარეობა და საინტერესო ხედვა შესაძლოა ბრენდის წარმატების მთავარ გასაღებად იქცეს.
დამატებითი ინფორმაცია და კონტაქტი
ვებგვერდი: www.cleanworld.ge
ტელეფონი: +995 322 914 911
ელ.ფოსტა: in**@********ld.ge
მისამართი: ვიქტორ დოლიძის ქ. N2, თბილისი 0162