2014 წლიდან “კოლიერს ჯორჯია” მომხმარებლებს მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობს. კოლიერსის საბროკერო სერვისი ისეთ სექტორებს ფარავს, როგორიცაა სავაჭრო, საოფისე, სასტუმრო და საინვესტიციო ქონებები.
“კოლიერს ჯორჯიას” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათი პორტფოლიო მოიცავს “პრესტიჟულ პროექტებს, დაწყებული A კლასის ბიზნეს ცენტრებით, დასრულებული აქტიური საცალო სივრცეებით სავაჭრო ცენტრებში”.
“კოლიერს ჯორჯიას” მიერ ჯამური გაქირავებული ფართი 130.670 კვ.მ-ია. გაქირავების ტრანზაქციების მოცულობა კი 32 მლნ ლარი.
რაც შეეხება ჯამურად გაყიდულ ფართს, 23,695 კვ.მ შეადგენს, ხოლო გაყიდვების ტრანზაქციების მოცულობა 29 მლნ ლარს.
“ჩვენი პორტფოლიო მოიცავს პრესტიჟულ პროექტებს, დაწყებული A კლასის ბიზნეს ცენტრებით, დასრულებული აქტიური საცალო სივრცეებით სავაჭრო ცენტრებში.
ჩვენი გამოცდილ უძრავი ქონების აგენტები პროფესიონალურ მომსახურებას სთავაზობენ როგორც მოიჯარეების, ასევე მესაკუთრეებს. რაც ყველა მხარისათვის წარმატებულ ტრანზაქციებს უზრუნველყოფს.
ბაზრის სიღმისეული ცოდნითა და კლიენტზე ორიენტირებული მიდგომით, ჩვენი გუნდი დააჩქარებს თქვენს წარმატებას. თუ დაინტერესევულუ ხარ ბიზნეს ცენტრში საოფისე სივრცის იჯარით აღებით, საინვესტიციო ქონებებით, სავაჭრო სივრცეების დაქირავებით, კომერციული ქონებებით ან უბრალოდ ეძებ ინვესტიციის იდეალურ ვარიანტებს ჩვენი ბროკერების გუნდი მზად არის დაგეხმაროთ მიზნების მიღწევაში,” – წერია “კოლიერს ჯორჯიას” ოფიციალურ გვერდზე.