ACT კვლევის ახალი ეტაპი – რას შესთავაზებს ACTR კომპანიებს?

ACT კვლევის ახალი ეტაპი – რას შესთავაზებს ACTR კომპანიებს?

კომპანია ACT, რომელიც როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე 23 წელია ოპერირებს, განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. კვლევითი მიმართულება ACT-ის სტრუქტურაში დამოუკიდებელი ქვებრენდის — ACTR-ის სახელით პოზიციონირდება, რომლის ამბიცია ტრადიციული კვლევითი კომპანიიდან ციფრულ ანალიტიკურ ჰაბად გარდაქმნაა.

ამისთვის კი კომპანიამ სამი ქვებრენდი – ეისითი გლობალი (ACT Global), ეისითი კვლევა (ACTR) და ეისითი ინსტიტუტი (ACT Institute) აამუშავა. BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ACTR-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და პარტნიორმა, ნინო კემულარიამ და ACTR-ის ინოვაციისა და განვითარების ლიდმა, ნინი ქერქაძემ ბაზარზე კომპანიის ტრანსფორმაციის მნიშველობასა და შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

მათი შეფასებით, ქვებრენდების განვითარება კომპანიებზე დაკვირვებამ და მათი საჭიროებების დაკმაყოფილების სურვილმა განაპირობა, რისი შესაძლებლობაც ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიების საჭიროებებზე დაკვირვებით გახდა შესაძლებელი.

“კომპანიის ყველაზე ძველი მიმართულება კვლევებია. ACT-ის საფუძველი სწორედ კვლევით ჩაეყარა და ბაზარზე დაახლოებით 23 წელია ოპერირებს. საქართველოს ბაზარზე არ არსებობს კომპანია, რომელსაც ACT -სთან კვლევის მიმართულებით არ უმუშავია.

ბოლო პერიოდში, ჩვენს მომხმარებელსა და ბაზარზე არსებულ მოთხოვნაზე აქტიურმა დაკვირვებამ დაგვანახვა, რომ ბაზარზე ძალიან დიდი ტრანსფორმაციის საჭიროება იყო, რასაც ჩვენს კლიენტებს კონსულტაციების სახით ვთავაზობთ ხოლმე“, – ამბობს ACTR-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და პარტნიორი ნინო კემულარია.

მისივე ცნობით, დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ მათ მომხმარებლებს სწრაფი რეაგირების საშუალება და ღრმა ანალიტიკა სჭირდებოდათ, რადგან საქართველოში ცვალებადი ბიზნესგარემოა, ბიზნესს კი ადაპტაციისთვის დრო სჭირდება.

ACTR-ის ინოვაციისა და განვითარების ლიდერი, ნინი ქერქაძე გადაცემაში ყურადღებას კომპანიის ინოვაციურ პროდუქტებზე ამახვილებს. მათ შორისაა ACT AI, რომელიც სატესტო რეჟიმში უკვე მუშაობს. მისივე განმარტებით, ამგვარი პროდუქტები ანალიტიკოსს რუტინულ საქმეს აარიდებს და რეკომენდაციებისა და სიღრმისეული ანალიტიკის მომზადებისთვის მეტ დროს დაუტოვებს.

„ACT AI რობოტია, რომელიც მარტივი ბლიც კითხვებით ინტერვიუს ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. ეს ჩვენი კომპანიისთვის ბიუჯეტური გადაწყვეტა შეიძლება იყოს. ამ ეტაპზე, ACT AI მხოლოდ სატესტო ვერსია გვაქვს გაშვებული.

ამასთან, პროცესების გაციფრულება და ავტომატიზაცია, გვაძლევს საშუალებას, რომ რუტინული საქმე, რასაც ანალიტიკოსი დიდ დროს უთმობდა ავტომატიზაციის ხარჯზე “ჩამოვიშოროთ” და კლიენტს შედეგი უფრო სწრაფად მივცეთ. გარდა ამისა, დრო დავხარჯოთ სიღრმისეული ანალიტიკისა და რეკომენდაციების მომზადებაზე. რაც გარდა სისწრაფისა, ასევე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ბიზნესისთვის. შესაბამისად, კვლევითი ორგანიზაციის როლი, გარდა მონაცემების შეგროვებისა, არის კონსულტაცია, რეკომენდაცია და სტრატეგიული რისერჩი“, – ამბობს ნინი ქერქაძე.

გარდა ამისა, კომპანია სხვადასხვა პროდუქტებზეც მუშაობს, როგორიცაა სინდიკატური კვლევის ფორმატი, რომელშიც ერთი კვლევით, დამკვეთთან ერთად, რამდენიმე კომპანია ერთვება და ისინი ერთი და იგივე შედეგს იღებენ“, – ამბობს ACTR-ის ინოვაციისა და განვითარების ლიდი და დასძენს, რომ ამგვარი კვლევა მეტად ხელმისაწვდომი იქნება.

ცნობისთვის, ACT კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო გლობალური კომპანიაა, რომელიც მომავლის ლიდერებსა და ორგანიზაციებს მხარს უჭერს და აძლიერებს მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. ჩვენი განსაკუთრებული უნარი მონაცემების, იდეებისა და კომპეტენციების ღირებულ შედეგებში გარდაქმნაა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *