დღესვე დაგეგმილია ADB-ის პრეზიდენტის მასატო კანდას სიტყვით მიმართვა. პრეზიდენტი განიხილავს თავის ხედვას, პრიორიტეტებს და იმ სტრატეგიულ მიმართულებებს, რაც ADB-ის აქვს არჩეული სწრაფად ცვალებად გლობალურ ლანდშაფტში. პრეზიდენტი კანდა, მომდევნო სამი დღის მანძილზე, დისკუსიებისთვის, მკაფიო ორიენტირს შესთავაზებს 58–ე ყოველწლიური შეხვედრის მონაწილეებს იმ როლის გაზიარებით, რაც ბანკს აქვს არჩეული აზიასა და წყნარი ოკეანიის ქვეყნებში, განსაკუთრებით რთული გამოწვევების საპასუხოდ.
4 მაისს განსახილველი თემები მრავალფეროვანია: ციფრული განვითარება; გლობალიზაცია, როგორც მდგრადი განვითარების მამოძრავებელი ძალა; უთანასწორობასთან ბრძოლა; ევროპის მაგალითები; შშმ პირების ინკლუზიურობა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა; ბიომრავალფეროვნების დაფინანსების გეპი, რომელიც მსოფლიოს წლიურად 700 მილიარდი აშშ დოლარი უჯდება; მულტილატერალური განვითარების ბანკების როლი; ქალთა გაძლიერება.
BMG ადგილზე მიყვება მოვლენებს და პერიოდულად, განახლებებს შემოგთავაზებთ.