“გამოწვევები შესაძლებლობაა ცვლილებისთვის” – ეს იყო ADB-ის პრეზიდენტის მთავარი გზავნილი.
მასატო კანდას თქმით, ADB 4 მთავარი ტრანსფორმაციის გამწევი ძალა გახდება: საკვების უსაფრთხოება, ციფრული უთანასწორობა, მდგრადი ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება.
ამასთან ის ამბობს, რომ გლობალური გაურკვევლობა დღეს ძალიან მაღალია, თუმცა ეს არ უნდა გახდეს ოპტიმიზმის დაკარგვის მიზეზი.
“არ გვაქვს ყველა პასუხი. მაგრამ ნულიდან არ ვიწყებთ. ეკონომიკური ზრდა მედეგია რეგიონშიც და ჩვენს პარტნიორებთან, ევროპაშიც”, – განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა 58-ე ყოველწლიური შეხვედრის დროს, მმართველთა საბჭოს გამხსნელ სესიაზე, მილანში.
BMG ადგილზე აკვირდება მოვლენებს და ოდნავ მოგვიანებით, კონკრეტულ მიმართულებებს და რიცხვებსაც შემოგთავაზებთ, თუ როგორ იზრდება ADB-ის დაფინანსება პრიორიტეტების მიხედვით.