Air India-ს ავიაკატასტროფის ფონზე, Boeing-ის აქციები მკვეთრად დაეცა

Air India-ს ავიაკატასტროფის ფონზე, Boeing-ის აქციები მკვეთრად დაეცა
დღეს Air India-ს საკუთრებაში არსებული 787-ის ჩამოვარდნის ფონზე, საფონდო ბირჟაზე Boeing-ის აქციების შეფასება მკვეთრად დაეცა. კერძოდ, ბირჟის გახსნიდან რამდენიმე წუთში ამერიკული კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის 6%-ით შემცირდა და ის ამჟამად დაახლოებით $160 მილიარდს შეადგენს.

Air India-ს თვითმფრინავი – Boeing 787 Dreamliner-ი, რომელიც 242 მგზავრით ლონდონის მიმართულებით მიფრინავდა, დღეს ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადში ჩამოვარდა.

თვითმფრინავი, აფრენიდან მალევე, აეროპორტის მახლობლად, დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდა და შენობას დაეცა, რომელიც ექიმების საერთო საცხოვრებელია.

787 Dreamliner-ი კომპანიის ერთ-ერთი ახალი და მოთხოვნადი მოდელია, რომლის ჩამოვარდნა Boeing-ის შეშფოთებას იწვევს, განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ რამდენ გამოწვევასთან მოუწია კომპანიას გამკლავება ბოლო წლების განმავლობაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *