„apeople“ აქტიურად აგრძელებს თანამშრომელთა ჩართულობის ხელშეწყობას გარემოს დაცვის მიმართულებით. Positive Impact Plan-ის ფარგლებში, მაისში ორგანიზაციამ ჩაატარა მრავალფეროვანი ეკოკამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა თანამშრომელთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და ეკოგარებების ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრირებას.
კამპანია 9 მაისს დაიწყო და რამდენიმე კვირის განმავლობაში თანამშრომლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ჩართულიყვნენ სხვადასხვა სახალისო და საგანმანათლებლო აქტივობებში, მათ შორის:
- „სპარკლოს ჩელენჯი“ – ეკოტექნოლოგიების გამოყენება და პრაქტიკული ეკოგამოწვევები
- ფოტოკონკურსი, თემით „დავიცვათ ბუნება“
- არტ–ნამუშევრების შექმნა ნარჩენებისგან
- ქვიზი, რომელიც ამოწმებდა ცოდნას ნარჩენების მართვაზე
ყველა მონაწილეს ჰქონდა შესაძლებლობა QR კოდების სკანირებით და აქტივობებში მონაწილეობით დაეგროვებინა ქულები. ყველაზე ჩართულ თანამშრომლებს 20 მაისს გადაეცათ დამატებითი ჯილდოები და ე.წ. ეკო ქულები.
კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო თანამშრომელთა ვიზიტი ლაგოდეხის ნარჩენების მართვის ცენტრში, სადაც მათ მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ ტრენინგში უსაფრთხოების და ნარჩენების თანამედროვე მართვის შესახებ. ტრენინგი ჩატარდა პარტნიორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით და გახდა მნიშვნელოვანი გამოცდილება ყველა მონაწილისთვის.
ეკოჩელენჯის დასასრულს გამოვლინდა 10 გამარჯვებული თანამშრომელი, რომლებმაც განსაკუთრებული აქტიურობა გამოავლინეს და მტკიცედ დაუდგნენ გვერდში გარემოსდაცვით ამოცანებს.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს რომ ბუნებრივი რესურსების გაუმართავი მოხმარება და დაბინძურება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ცხოველთა და მცენარეთა სახეობებს, არამედ ადამიანის სიცოცხლის ხარისხსაც, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში აისახება ჯანდაცვაზე, ეკონომიკასა და მომავალ თაობებზე. გარემოს დაცვა ნიშნავს პასუხისმგებლობას ჩვენი პლანეტის, ჩვენი ჯანმრთელობისა და ჩვენი მომავლის მიმართ.
ერთად ვქმნით პოზიტიურ ზემოქმედებას – მცირე ცვლილებები დიდ შედეგს იძლევა!