“მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ Atlas Holdings-ი ბანკნოტების მწარმოებელი კომპანია De La Rue-ს აქციებს, თითოს 130 პენსად შეიძენს, ბრიტანელმა ფინანსისტმა ედი ტრუელმა კომპანიას თითო აქციაზე 132.17-პენსიანი შეთავაზება წარუდგინა”, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს, თუმცა არც ბიზნესმენი და არც – De La Rue აღნიშნულზე კომენტარს არ აკეთებენ.
Atlas Holdings-ის შეთავაზება De La Rue-ს საბაზრო ღირებულებას 16%-ით აღემატებოდა და ბრიტანულ კომპანიას $347.1 მილიონად აფასებს, რასაც De La Rue-ს საბჭო “სამართლიან და გონივრულ” ფასად მიიჩნევს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ედი ტრუელმა De La Rue-ს – ბრიტანეთში მეფე ჩარლზის ვალუტის ბანკნოტების მბეჭდავი კომპანიის – შესასყიდად შეთავაზება წარადგინა. ივნისში ბიზნესმენმა თავისი კომპანიების კონსორციუმიდან De La Rue-ს ერთ აქციაზე 125-პენსიანი გარიგება შესთავაზა და შესყიდვის ფორმალური პროცესიც წამოიწყო.
ბანკნოტების წარმოებასთან ერთად, De La Rue ბრიტანეთში უზრუნველყოფს ფულის გაყალბების პრევენციისთვის საჭირო ზომების გატარებასა და ეკომეგობრული ბანკონტების ბეჭდვას.