
ავიაკომპანია Edelweiss – „საქართველოში უამრავი სანახაობა გელოდებათ“
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და შვეიცარიული ავიაკომპანიის Edelweiss ერთობლივი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში Edelweiss-ის სოციალურ ქსელებში: facebook და Instagram საქართველოს შესახებ პოსტები ფოტოებით გამოქვეყნდა. „საქართველოში უამრავი სანახაობა გელოდებათ, საქართველოს მდებარეობიდან გამომდინარე ადგილობრივები ხშირად ქვეყანას „ევროპის აივნად” მოიხსენიებენ, ეს კი ჩვენთვის მიზეზია წარმოგიდგინოთ თბილისის საუკეთესო ხედები ხის აივნებიდან, რომელიც მე-19 საუკუნეში აშენდა. ოსტატურად მორთული და ხელით მოჩუქურთმებული