“BEKO საქართველომ” საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდი “ინდეზიტი” შეიძინა

“BEKO საქართველომ” საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდი “ინდეზიტი” შეიძინა

საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის კომპანია „BEKO საქართველო“-მ ბრენდი „ინდეზიტი“ შეიძინა. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, მეჰმედ მელექმა BMGTV-ის გადაცემაში „ანალიტიკა“ ისაუბრა.

„BEKO-მ ბოლო პერიოდში რამდენიმე დიდი ბრენდი შეიძინა, მათ შორის არის ტექნიკის ბრენდი “ინდეზიტი”. ორწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, უკვე მაისიდან BEKO-ს მაღაზიებში და იქ, სადაც ბეკოს პროდუქცია იყიდება, “ინდეზიტის” ტექნიკაც განთავსდება. აღსანიშნავია, რომ ინდეზიტის პროდუქცია წარმოდგენილი იქნება სრულიად განახლებულ დიზაინსა და ხარისხში,“ – განაცხადა მელექმა.

მისივე თქმით, “ინდეზიტის” პროდუქცია BEKO-ს სხვა პროდუქტებთან შედარებით 10-15%-ით ნაკლები ღირებულების იქნება, რაც მის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

„ვფიქრობთ, რომ ბაზარზე “ინდეზიტზე” საკმაოდ დიდი მოთხოვნა იქნება“, – აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის: კომპანია „BEKO საქართველომ“ საქართველოში საქმიანობა 1997 წელს, ბათუმში გახსნილი ერთი მაღაზიით დაიწყო. დღეს კი, მის ანგარიშზე ქვეყნის მასშტაბით 100-მდე სავაჭრო წერტილი და დაახლოებით 800 დასაქმებულია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *