პლანეტის ერთ-ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო ჰოლდინგმა, Blackstone-მა 1 მილიონი დოლარის ბიტკოინი იყიდა, რაც კომპანიის არსებობის ისტორიაში კრიპტოაქტივში ინვესტირების პირველი შემთხვევაა.
ტრანზაქცია ბიტკოინი ETF-ის, IBIT-ის მეშვეობით განხორციელდა, რის შედეგად, Blackstone-ის $1-ტრილიონიანი აქტივების პორტფელში ბიტკოინმა თავისი ადგილი დაიკავა.
მართალია, წარსულში Blackstone-ის ხელმძღვანელები ბიტკოინის მიმართ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი, თუმცა, როგორც ჩანს, მათი დამოკიდებულება შეიცვალა და ახლა უკვე ისინი ბიტკოინს პერსპექტიულ საინვესტიციო აქტივად განიხილავენ, რომელსაც სამომავლო ზრდას უწინასწარმეტყველებენ.