Bolt Plus უკვე საქართველოშია — მიიღეთ ექსკლუზიური შეთავაზებები, რომლებიც დროსა და თანხას დაგაზოგვინ

Bolt Plus უკვე საქართველოშია — მიიღეთ ექსკლუზიური შეთავაზებები, რომლებიც დროსა და თანხას დაგაზოგვინ

საჭმლის მომზადება, პროდუქტების ყიდვა, აფთიაქის რიგში დგომა — ყოველდღიური პასუხისმგებლობები ბევრი ჩვენგანისთვის დაკარგულ საათებთან და უამრავი ფულის ხარჯვასთან ასოცირდება. თუ ისეთ მომსახურებას ეძებთ, რომელიც გადატვირთულ ყოველდღიურობას გაგიმარტივებთ და დროსა და თანხის დაზოგვაშიც დაგეხმარებათ, თქვენთვის შესანიშნავი სიახლე გვაქვს: Bolt Plus უკვე საქართველოშია!

Bolt Plus გამოწერის სერვისია, რომელიც Bolt Food-ის მომხმარებლებს კიდევ უფრო დროულ, კომფორტულ და ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს. Bolt Plus-ის გამოწერის შემთხვევაში ანსაკუთრებული ბენეფიტებითა და შეთავაზებებით ისარგებლებთ, რომელთა შორისაცაა:

  • უფასო მიტანა

Bolt Plus-თან ერთად შეგიძლიათ, კერძების შერჩევისას თუ შოპინგისას თქვენი ყველა სურვილი აისრულოთ, რადგან უფასო მიტანა ულიმიტო რაოდენობის შეკვეთებზე მოქმედებს. მხოლოდ ის უნდა გაითვალისწინოთ, რომ უფასო მიტანა მაქსიმუმ 5 ლარის ოდენობის მიტანის ღირებულებაზე ვრცელდება.

  • პრიორიტეტული მიწოდება

თუ კურიერისა და შეკვეთის ლოდინი ერთხელ მაინც გამოგიცდიათ, დაგვეთანხმებით, რომ საკმაოდ უსიამოვნო გამოცდილებაა. საბედნიეროდ, ამის გამოცდა Bolt Plus-ის გამოწერის შემთხვევაში არ მოგიწევთ, რადგან პრიორიტეტული მიწოდებით ისარგებლებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ პიკის საათებშიც კი კურიერი შეკვეთას პირველ რიგში თქვენ მოგიტანთ.

Bolt Plus-ის სერვისი Bolt Food-ის უამრავ რესტორანზე, მაღაზიასა და ობიექტზე ვრცელდება, როგორებიცაა მაკდონალდსი, გუდვილი, ევროპროდუქტი, PSP, GPC და სხვები. Bolt Plus-ის გამოწერის ღირებულება თვეში 9.99 ლარს შეადგენს. რაც მთავარია, პირველი თვე უფასოა და გამოწერის გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. შესაბამისად, შესაძლებლობა გაქვთ, დროული და ხარისხიანი სერვისით ერთი თვის განმავლობაში სრულიად უფასოდ ისარგებლოთ და თავადვე დარწმუნდეთ, რომ Bolt Plus-თან ერთად თქვენი ყოველდღიურობა გაცილებით მარტივი და სასიამოვნოა.

როგორ გავხდეთ Bolt Plus-ის წევრი?

Bolt Plus-ის გამოწერა საკმაოდ მარტივი პროცესია და 4 საფეხურს მოიცავს:

1. გახსენით Bolt Food-ის აპლიკაცია

Bolt Plus-ით სარგებლობისთვის, მობილურში ჯერ Bolt Food-ის აპლიკაცია უნდა გქონდეთ გადმოწერილი. თუ ეს ნაბიჯი უკვე შესრულებული გაქვთ, გილოცავთ — Bolt Plus-ის წევრობასთან უფრო ახლოს ხართ.

2. გადადით მთავარ მენიუში

გახსენით Bolt Food-ის აპლიკაცია და დააკლიკეთ Bolt Plus-ის ბანერზე, ან გადადით გვერდითა მენიუ და აირჩიეთ: “შემოუერთდი Bolt Plus-ს”.

3. აირჩიეთ გადახდის გეგმა

სერვისით სარგებლობას პირველ თვეს უფასოდ შეძლებთ. შემდგომში კი, ღირებულება ყოველთვიურად 9.99 ლარი იქნება.

4. დარეგისტრირდით

გილოცავთ! Bolt Plus-ითა და თქვენთვის განკუთვნილი ექსკლუზიური შეთავაზებებით სარგებლობა უკვე შეგიძლიათ.

დროისა და ფულის დაზოგვა ასეთი მარტივი ჯერ არასდროს ყოფილა: გახდით Bolt Plus-ის წევრი და ისარგებლეთ თქვენზე მორგებული დროული სერვისითა და ექსკლუზიური შეთავაზებებით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *