ქონების დაზღვევაში საკმაოდ დიდი ზარალებია – გიორგი ბარათაშვილი

ქონების დაზღვევაში საკმაოდ დიდი ზარალებია – გიორგი ბარათაშვილი

ბოლო პერიოდში ბაზრობებზე გაჩენილმა რამდენიმე მასშტაბურმა ხანძარმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა ქონებასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის საჭიროება. დაზღვევის ეს სახეობა ბოლო წლებში იზრდება, თუმცა არა სწრაფი ტემპით, როგორც ამაზე ბაზრის მოთამაშეები აცხადებენ. დაზღვევის სახეობებიდან ქონების დაზღვევა სექტორის პორტფელში წამყვანი არ არის, თუმცა ჯანმრთელობის და სახმელეთო ტრანსპორტის დაზღვევის სახეობების შემდეგ მოზიდული პრემიის მიხედვით ქონების დაზღვევას მესამე პოზიცია უჭირავს.

Read More

ქართული ღვინის მიერ ევროპის დიდ ქსელებში დახლზე ადგილის დასაკავებლად მეტი სიჩქარე და შრომა გვჭირდება – გოჩა ჩხაიძე ევროპულ ბაზარზე, ქართველი მეღვინეები 8000 წლოვანი ისტორიის ქართული ღვინის მოთხოვნის დეფიციტს უჩივიან და ამბობენ, რომ ქართული ღვინო ევროპული მაღაზიების დახლებზე ვერ ხვდება. “ის, რომ ქართული ღვინო ევროპული სუპერმარკეტების დახლებზე ვერ ხვდება, ექსპორტის ზრდას აფერხებს”, – ამბობს BM.GE-თან სატელეფონო

Read More
HORECA Management Group-მა კანადაში წარმომადგენლობა გახსნა

HORECA Management Group-მა კანადაში წარმომადგენლობა გახსნა

HORECA Management Group-მა კანადაში, კერძოდ, ტორონტოში წარმომადგენლობა გახსნა. როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი პაპიაშვილმა განაცხადა, ტორონტოს ოფისი კანადურ ბაზარზე სასტუმრო სექტორის სრულ მასშტაბურ მხარდაჭერას მოემსახურება. „გვიხარია, რომ პირველი კომპანია ვართ, რომელმაც ასე შორს გაიტანა საქართველოს სტუმარმასპინძლობის კულტურა და ვფიქრობ, ჩვენს ადგილს დავიმკვიდრებთ კანადაში. ჩვენი კომპანია ბაზარს სთავაზობს საკონსულტაციო მომსახურებებსა და სრულ სასტუმრო მენეჯმენტს

Read More
ქონების დაზღვევა მაღალი ტემპით არ იზრდება – “ჯიპიაი ჰოლდინგი”

ქონების დაზღვევა მაღალი ტემპით არ იზრდება – “ჯიპიაი ჰოლდინგი”

ბოლო 5 წელიწადში ქონების დაზღვევის ბაზარი მოზიდული პრემიის მიხედვით, თითქმის 24 მილიონი ლარით გაიზარდა. გასულ წელს სექტორმა ქონების დაზღვევიდან 132 მლნ ლარის პრემია მოიზიდა, რაც 2023 წელს 126,29 მილიონს, 2022 წელს კი 118,47 მილიონ ლარს შეადგენდა. გასული წლის მდგომარეობით, ქონების დაზღვევის ბაზრის ყველაზე დიდი წილი – 45% “ალდაგს” აქვს, შესაბამისად მოზიდული პრემიის მიხედვითაც “ალდაგი” ლიდერობს

Read More
“არქის” განცხადება „რიყის დოქებთან“ დაკავშირებით

“არქის” განცხადება „რიყის დოქებთან“ დაკავშირებით

დღეს გავრცელებული ინფორმაციის პასუხად, დეველოპერული კომპანია „არქი“ აცხადებს, რომ არც კომპანიას და არც მის რომელიმე თანამშრომელს არავითარი კავშირი არ აქვს „რიყის დოქების“ შეძენასთან. “კომპანია „არქიში“ მართლაც არის თანამშრომელი – ფინანსური დეპარტამენტის დირექტორი, სახელად თორნიკე კოპალიანი, თუმცა ის არ არის პირი, ვისაც „რიყის დოქების“ შეძენა უკავშირდება. „არქი“ არ მონაწილეობდა და არ მონაწილეობს „რიყის დოქების“ გაყიდვა/შეძენის პროცესში.

Read More
თიბისის პარტნიორმა, „ASBC საქართველომ“ აუდიოსისტემების პრემიალური ბრენდის, Bang & Olufsen-ის შოურუმი გახს

თიბისის პარტნიორმა, „ASBC საქართველომ“ აუდიოსისტემების პრემიალური ბრენდის, Bang & Olufsen-ის შოურუმი გახს

აუდიოსისტემების პრემიალური ბრენდის, Bang & Olufsen-ის შოურუმი სავაჭრო ცენტრ “გალერია თბილისში” გაიხსნა. ეს Bang & Olufsen-ის პირველი სავაჭრო სივრცეა რეგიონში, რომელიც თიბისის პარტნიორმა, „ASBC საქართველომ“ აამოქმედა. 70 კვ.მ-ზე მოწყობილი შოურუმი დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, ადგილზევე გამოცადონ დანიური ბრენდის და ექსკლუზიური პროდუქტები, რომელთა ნაწილი ლიმიტირებულია არამხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო ბაზრებისთვისაც. საუკუნოვანი ისტორიის მქონე კომპანია ხმას, დიზაინსა

Read More
საქართველოში მოქმედი აუდიტორული კომპანიების რეიტინგი

საქართველოში მოქმედი აუდიტორული კომპანიების რეიტინგი

საქართველოში მოქმედმა აუდიტორულმა კომპანიებმა 2024 წლის შედეგები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეგულირების სამსახურს უკვე წარუდგინეს. უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, აუდიტორული კომპანიების შემოსავლები გასულ წელს მნიშვნელოვანი ზრდით გამოირჩეოდა. 2024 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი 10 უმსხვილესი აუდიტორული კომპანიის მთლიანი შემოსავალი აუდიტორული, მომსახურებების გაწევიდან 32.7%-ით გაიზარდა და მან 67.2 მილიონი ლარი შეადგინა. ანგარიშების თანახმად, შემოსავლების

Read More
თიბისი კონცეპტის 1+1 შეთავაზება წინანდლის მამულში

თიბისი კონცეპტის 1+1 შეთავაზება წინანდლის მამულში

თიბისი კონცეპტი ერთგულ მომხმარებლებს მუდმივად ანებივრებს მათ საჭიროებებზე მორგებული მრავალფეროვანი შეთავაზებებით, განსაკუთრებით კი, დასვენების და ჯანსაღი ცხოვრების კატეგორიებში, ამიტომ მათ წინანდლის მამულის სასტუმრო „რადისონ ქოლექშენში“ მორიგი შეთავაზება მოუმზადა. 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, წინანდლის მამულში, სასტუმრო „რადისონ ქოლექშენში“ თიბისი კონცეპტის Mastercard სადებეტო ბარათით გადახდისას, ისინი საჩუქრად ერთი ღამეს ან დამატებით ერთ ოთახს მიიღებენ. შეთავაზება ვრცელდება

Read More
იმოგზაურე “მერე” ბარათით და გაანაწილე სამოგზაურო ხარჯები

იმოგზაურე “მერე” ბარათით და გაანაწილე სამოგზაურო ხარჯები

თუ გაზაფხულზე საქართველოში დასვენება გხიბლავს ან უკვე ფიქრობ ზაფხულის სანაპიროებზე, გეგმავ საშემოდგომო მოგზაურობას ევროპაში ან თუნდაც მაგიურ საშობაო ბაზრობებზე დასწრებას — ახლა საუკეთესო მომენტია, რომ ყველაფერი წინასწარ დაგეგმო და ხარჯი ჭკვიანურად გაანაწილო. რა შეიძლება იყოს უკეთესი, ვიდრე წინასწარ დაგეგმილი მოგზაურობა, მაშინ, როცა ზუსტად იცი, რა გელოდება, სად დაისვენებ და როგორ გაანაწილებ ხარჯებს ისე, რომ შენს

Read More
ბიზნესის განწყობა უარყოფით ნიშნულზე ნარჩუნდება – ISET

ბიზნესის განწყობა უარყოფით ნიშნულზე ნარჩუნდება – ISET

2025 წლის II კვარტალისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 3.6 პუნქტით გაიზარდა და -1.3-ს გაუტოლდა. თუმცა მიუხედავად ამისა, ISET-ის კვლევის თანახმად, ბიზნესის განწყობა კვლავ უარყოფით ნიშნულზე ნარჩუნდება. ორგანიზაცია წერს, რომ BCI-ის დადებითი ცვლილება ოპტიმისტურმა მოლოდინებმა და ასევე მცირედით გაუმჯობესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ განაპირობა. მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტალის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა

Read More